მიტანის სერვისი
„ორეი“ მომხმარებლებს მათი კომფორტისათვის სთავაზობს მიტანის სერვისს, რომელიც გულისხმობს საკუთარი და პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქციის ადგილზე მიტანას და შემდგომ რეგულარულ მომსახურებას. „ორეის“ სადისტრიბუციო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგაწვდით სასურველ პროდუქციას. 

ჩვენი მიტანის სერვისით აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, თუ მომსახურების ობიექტები: სუპერმარკეტები, რესტორნები, სწრაფი კვების პუნქტები, გასართობი და სასწავლო დაწესებულებები, სილამაზის სალონები, საოფისე ცენტრები და სახელმწიფო უწყებები.

მომხმარებლებს აგრეთვე ვთავაზობთ ბრენდირებული დისპენსერების მონტაჟს და შემდგომ რეგულარულ მომსახურებას. ჩვენს ასორტიმენტში ყველა სახის დისპენსერია.

„ორეი“-ს მიტანის სერვისი ქაღალდის საკუთარი პროდუქციის გარდა, მოიცავს პარტნიორი ორგანიზაციების ჰიგიენურ საშუალებებსაც. ჩვენ გთავაზობთ ბაზარზე არსებულ ყველაზე ფართო და მოთხოვნად ასორტიმენტს.

„ორეი“-ს მიტანის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი იღებს საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ყველაზე კონკურენტულ ფასად.